Wikidata Bridge/ka
Wikidata Bridge (წარსულში ცნობილი როგორც „client editing“) - პროექტი, რომლის მიზანია შესაძლებელი შექმნას ვიკიმონაცემების მონაცემების რედაქტირება პირდაპირ ვიკიპედიიდან. ეს მიღწეულ იქნება ინფოდაფასთან დაკავშირებული ინტერფეისით, რომელთან წვდომა მომხმარებლებს ექნებათ საკუთარი ადგილობრივი ვიკიდან. შემუშავება წარიმართება რამდენიმე ფაზით, საზოგადოებასთან ერთად მუშაობით, რათა გავიაზროთ მათ მოთხოვნილებები და შევქმნათ ხელსაწყო, რომელიც უკეთ დააკავშირებს მონაცემებსა და საზოგადოებებს.
- მეტის შესატყობად, იხილეთ შემუშავება
საჭიროება
„მე მსურს, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩანს ვიკიპედიაში, რედაქტირებადი იყოს ვიკიპედიიდან“
ვიკიმონაცემების მიზანია იყოს ძირითადი კვანძი ვიკიმედიის პროექტებისთვის. ვიკიპედიის საზოგადოებები უკვე იყენებენ ვიკიმონაცემების მონაცემებს, მაგალითად ინფოდაფებში. მაგრამ მდგომარეობა და ამჟამინდელი შესაძლებლობები ვიკიპედიის საზოგადოებებში სირთულეებს იწვევს: მონაცემებზე კონტროლის ნაკლებობა, არასაკმარისი ინფორმაცია თუ როდის და სად ხდება ინფორმაციის განახლება, განსხვავებები ვიკიპედიასა და ვიკიმონაცემებში ინფორმაციის სტრუქტურირებაში. წლების და მრავალი მსჯელობის განმავლობაში, ვიკიპედიელებმა გამოხატეს საჭიროება, ვიკიმონაცემების მონაცემების რედაქტირება შესაძლებელი ყოფილიყო ვიკიპედიიდან და ვიკიმონაცემების მონაცემების მათი ინფოდაფების არსებული სტრუქტურისთვის მორგება.
- მეტის შესატყობად, იხილეთ კვლევა
როგორ ვაკეთებთ
რათა დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ვაკეთებთ ხელსაწყოს, რომელიც რედაქტორების საჭიროებებს, ჩვენ შემუშავების პროცესში ვიყენებთ მოქნილ მეთოდებს. შემუშავებას ჩვენ არ ვიწყებთ ფიქსირებული იდეით, თუ როგორი ხელსაწყო უნდა გამოვიდეს: ჩვენ მას შევქმნით საზოგადოებასთან ერთად, უკუკავშირის და გამოხმაურებების ციკლების საფუძველზე, რომლის ორგანიზაციას რეგულარულად ვახდენთ. ჩვენ არ ვაპირებთ დალოდებას „დასრულებული“ პროდუქტისთვის: შესაძლებლობებს ნაბიჯ-ნაბიჯ გავხდით ხელმისაწვდომს, მომდევნო თვეებში ბლოკებს გავავრცელებთ, გამოვცდით რედაქტორებთან ერთად მას შეცდომებითა და ცდის მეთოდით.
- მეტის შესაყობად, იხილეთ პროცესში ჩართვა
გრაფიკი
აქ წარმოდგენილია ჩვენი ამჟამინდელი გეგმა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს შემუშავების პროცესიდან და საზოგადოების სურვილებიდან გამომდინარე. პროცესის ყველა ეტაპზე, გვექნება კომუნიკაცია საზოგადოებებთან და შევაგროვებთ გამოხმაურებებს.
- წარსული:
- მომხმარებელების კვლევა: 2015 წლიდან წყვეტებით
- ივნისი-აგვისტო 2019: გაწყობა და ტექნიკური საფუძვლის მომზადება
- September-November 2019: development of first iteration
- December 2019: publishing a test system to get feedback
- January-August 2020: more development, getting the first version ready
- August 2020: deployment of the v1 on Catalan Wikipedia, test & feedback
- Later: Development of next versions
- Later: Test on a few projects in collaboration with the communities
- Early adopters communities who already implemented a shortcut from their infoboxes to edit Wikidata (for example Russian, Catalan, Basque Wikipedias)
- Big Wikipedias in order to see if the project scales and to address their potentially different needs
- Even later: on all the other projects