Jump to content

კითხვა/ვები/წაკითხვის ხელმისაწვდომობა/სიახლეები/2023-10

From mediawiki.org
This page is a translated version of the page Reading/Web/Accessibility for reading/Updates/2023-10 and the translation is 100% complete.

მუქი რეჟიმი და პროტოტიპი წაკითხვის ხელმისაწვდომობისთვის

An example of dark mode
მუქი რეჟიმის მაგალითი
Prototype screenshot
პროტოტიპის სქრინშოტი

გაეცანით ამას თქვენს ენაზეPlease help translate to your language • შეატყობინეთ სხვა მომხმარებლებს ამის შესახებ

ინფორმაცია ახალ პროექტზე

როგორც ფონდ ვიკიმედიის „ვებ ჯგუფი“, ჩვენ ვიწყებთ პროექტს სახელად „წაკითხვის ხელმისაწვდომობა“. მიზანია — ვიკი საიტების ხელმისაწვდომობის და კომფორტულობის გაზრდა წაკითხვისთვის. ვიწყებთ შრიფტის ზომის და ტიპოგრაფიის კონტროლით სტატიებში. შემდეგ ეტაპზე, ყურადღებას გავამახვილებთ ფერების პალიტრის მორგებაზე, მაგალითად მუქ რეჟიმზე. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც სისტემაში შესული, ასევე სისტემიდან გასული მომხმარებლებისთვის კონფიგურაციის სახით, როგორც დესკტოპზე, ასევე მობილურ ვერსიაში.

ეს პროექტი მოხალისეების მრავალი მოთხოვნის შედეგია. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ეს მოითხოვა. ტექნიკური მხრივ, მუქი რეჟიმი დასანერგად უფრო მარტივია, ვიდრე შრიფტის ზომა, მაგრამ მას სჭირდება მეტი ჩართულობა საზოგადოების მხრიდან. ამიტომაც გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს პროექტს. შეამოწმეთ პროექტის გვერდი და გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები.

დატესტეთ ჩვენი პროტოტიპი

ახლა, ჩვენ გვსურს, რომ სტატიები უფრო მარტივად წაკითხვადი და საძიებელი იყოს ჩვეულებრივი მკითხველებისთვის. ჩვენი მიზანია:

  1. ნაგულისხმევი ფონტის ზომის გაზრდა (მაგრამ არა ზედმეტად დიდი) წაკითხვის პროცესის გასაუმჯობესებლად
  2. ინფორმაციის სიმკვრივის გაზრდა ძიების გასაუმჯობესებლად
  3. სივრცის გაზრდა პარაგრაფებსა და სექციებს შორის, ძიების პროცესის გაუმჯობესების მიზნით
  4. მკითხველისთვის (მათ შორის სისტემიდან გასული მომხმარებლებისთვის!) ტექსტის სიმკვრივის შეცვლა

ეს შეეხება სტატიებს კითხვის რეჟიმში და „VisualEditor“-ში, მაგრამ არა ვიკიტექსტის რედაქტორში. ჩვენ ვგეგმავთ ამ ცვლილებების დანერგვას ყველა ვიკისაიტზე. ნაგულისხმევი პროცესი შეიძლება განსხვავდებოდეს პროექტის ენის ან შრიფტის მიხედვით.

ჩვენ მოვამზადეთ პროტოტიპი, რომელიც საშუალებას იძლევა შეამოწმოთ სხვადასხვა ცვლილებები შრიფტის ზომასა და დაშორებაზე. პროტოტიპის გამოყენებისათვის, დააჭირეთ ბანერს, რომელიც გამოჩნდება და დააჭირეთ მას. შემდეგ, სცადეთ სხვადასხვა კომბინაცია და გვითხარით, თუ რა მოგწონთ თქვენ. ეს პროტოტიპი არ არის საბოლოო დიზაინი. ამის ნაცვლად, ჩვენ გვსურს გავიგოთ, რა შრიფტის ზომა ურჩევნიათ ვიკიმედიელებს სხვადასხვა ენების მიხედვით. ამ მონაცემებით განსაზღვრავთ შემოთავაზებულ ნაგულისხმევ ვერსიას და სხვა ვარიანტებს. წაიკითხეთ მეტი ამ ტესტის შესახებ